თამბაქო

დილა მშვიდობისa მეგობრებო, გაიღვიძეთ?


დილას ვარჯიშით იწყებთ თუ ყავით და სიგარეტით?


ისე ყავაზე მეც არ ვამბობ უარს.

вторник, 16 марта 2010 г.

1.პროექტის სახელი - მოდა თუ მავნე ჩვეულება.
2.პროექტის მოკლე აღწერა –მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას საკლასო დისკუსიაში,მოამზადებენ პრეზენტაციას,ჩავატარებთ ღონისძიებას (წარმატებულები არ ეწევიან)–მოვიწვევთ ცნობილ–წარმატებულ ადამიანს .
3.პროექტის სრული აღწერა –მოსწავლეებს შევთავაზებ პრეზენტაციისთვის თემებს:1.არჩევანი –მოვწიოთ თუ არა,2.მოდაა თამბაქოს მოხმარება თუ მავნე ჩვეულება,3.ყველაფერი თამბაქოს შესახებ,4.რა დაავადებებს იწვევს მოწევა.ჩავატარებთ მცირე გამოკითხვას თემაზე –რატომ ეწევით?თქვენი აზრით მოწევა მოდაა თუ მავნე ჩვეულება?პრეზენტაციის შემდეგ განვიხილავთ გამოკითხვის შედეგებს.
4.მონაწილეთა ასაკი –13–14წელი.
5.ვადები/ხანგრძლივობა–3 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში – დისკუსია,პრეზენტაცია,მინი სოციოლოგიური გამოკითხვა სკოლის მასშტაბით (და არამარტო).
7.მოსალოდნელი შედეგები – მოსწავლეები გაეცნობიან თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ დაავადებებს, დარწმუნდებიან ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობაში.
8.სარგებელი სხვებისთვის –მოსწავლეთა ნააზრევის გაზიარება მათივე თანატოლთათვის.
9.სამუშაო ენა – ქართული